აღწერა
ხევსურული „ნაჭრელა“ — კულტურული მემკვიდრეობის ციფრული რეკონსტრუქცია
ხევსურული ნაქარგობის ტრადიციული სახე — „ნაჭრელა“ — ხევსურეთის მთებში დაბადებული, მრავალგვარი და მრავალსახა ორნამენტებით შექმნილი უნიკალური კომპოზიციაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხევსურული სამოსისა და აქსესუარების მთავარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. საუკუნეების წიაღიდან დღემდე შემონახული ეს ულამაზესი ორნამენტები და ფერების ჰარმონიული შერწყმა ტრადიციულად ჯვრული ქარგვის ტექნიკით სრულდება.
2025 წლის 20 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
წინამდებარე კრებული მოიცავს ხევსურული ტალავრისა და ეთნოგრაფიული ნივთების 23 ძირითად ორნამენტულ ელემენტს (შიბა, ცვერცაი, დაკავკაული, კვერა, რქამოხრილი, თავგრაგნილი ხატი და ა.შ.). ყველა სქემა ზუსტად არის აღდგენილი და გაციფრულებული გამოჩენილი ქართველი ეთნოგრაფის, სერგი მაკალათიას ფუნდამენტური ნაშრომის — „ხევსურეთის“ (1935 წ.) ილუსტრაციებისა და ჩანახატების მიხედვით.
NIMA STUDIO ART-ის მიერ ადაპტირებული ეს სქემები მორგებულია თანამედროვე ჯვრული ქარგვის სტანდარტებზე (DMC ფერთა პალიტრა, 14-Count კანვის ბადე), რათა თითოეულ მქარგველს მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი ხელით გააცოცხლოს ქართული ხალხური ხელოვნების ეს უძვირფასესი საუნჯე.








მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.