Nima Studio Art ePatterns — ჭკვიანი სქემის გენერატორი V4.0.0

ადაპტირებული ჯვრული სქემები წყალში ხსნადი მასალებისთვის, სრული გზამკვლევი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Nima SA ePatterns-ის ინტერაქტიულ სამუშაო სივრცეში! ჩვენი “ჭკვიანი სქემების”გენერატორი საიტზე არსებულ ნებისმიერ ციფრულ ჯვრულით ქარგვის სქემას, გარდაქმნის  Aida-ს 4 სტანდარტულ ზომაზე (14, 11, 10 და 8 count) ზუსტ ადაპტირებული შაბლონად, რომელიც მზადაა წყალში ხსნად მასალაზე დასაბეჭდად ან ეკრანიდან გადასახატად.

ვიდეო ონსტრუქცია 3 წუთში

უმნიშვნელოვანესი ტექნიკური წესი: მასალების თავსებადობა

ბაზარზე არსებობს რამოდენიმე ძირითადი ტიპის წყალში ხსნადი სტაბილიზატორი/მასალა. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ გამოყენების წესებს, რათა თავიდან აიცილოთ ტექნიკის ან მასალის დაზიანება:

წყალში ხსნადი ფლიზელინი / წებოვანი ქაღალდი (Stick & Stitch / Non-Woven — ქაღალდისებრი / თეთრი)

  • ✅ ბეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ ჭავლურ (Inkjet) პრინტერზე: ლაზერულ პრინტერში გატარება არ არის რეკომენდებული, რადგან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება წებოვანი ბაზა დაადნოს.
  • ❌ ეკრანიდან გადახატვა შეუძლებელია: ვინაიდან თეთრი, სქელი და გაუმჭვირვალე მასალაა, ის ეკრანის შუქს ვერ გაატარებს.
  • 💡 გამოყენების წესი: იდეალურია პირდაპირ ჭავლურ პრინტერზე დასაბეჭდად. დაბეჭდვის შემდეგ აძრობთ დამცავ ფენას, აწებებთ ტანსაცმელზე, ქარგავთ და რეცხავთ წყალში.
Stick & Stitch Non-Woven

წყალში ხსნადი ბადე კანვა (Water-Soluble Canvas — ბადისებრი, 14ct/11ct უხეში მასალა)

  • ❌ კატეგორიულად არ შეიძლება პრინტერში გატარება! სქელი და ხისტი ბადისებრი სტრუქტურის გამო პრინტერში არ გავა და დადნება კიდეც..
  • ❌ არ სჭირდება წერტილების გადახატვა: რადგან თავად ბადეა და აქვს მზა ხვრელები, მასზე მარკერით გადაიტანება სქემის შევსებული უჯრები.
  • ✅ განკუთვნილია პირდაპირ ქსოვილზე დასაკერებლად: ბადეს აკერებთ ტანსაცმელზე და ქარგავთ უშუალოდ მისი ხვრელების მიხედვით (თვლით ქარგვა), როგორც ჩვეულებრივ Aida კანვაზე.
  • 💡 გამოყენების წესი: ჩვენს V4.0.0 გენერატორში ირჩევთ შესაბამის Count-ს (მაგ. 14ct ან 11ct), იგებთ ნაქარგის ზუსტ ზომებს სანტიმეტრებში, აჭრით შესაბამისი ზომის ბადე კანვას, აკერებთ ტანსაცმელს და სქემის მიხედვით იწყებთ ქარგვას.

წყალში ხსნადი ფირი (PVA Film — ფირისებრი / გამჭვირვალე)

  • ❌ არ გამოიყენოთ პრინტერში: ლაზერული პრინტერის მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება დაადნოს ფირი და დააზიანოს ბარაბანი, ხოლო ჭავლურ პრინტერზე მელანი გაითხაპნება.
  • ✅ განკუთვნილია ეკრანიდან ან ქაღალდიდან გადასახატად: ვინაიდან სრულიად გამჭვირვალეა, იდეალურად ატარებს ეკრანის შუქს (ტაბლეტი/კომპიუტერი) და ძალიან კარგად ჩანს ქაღალდზე დაბეჭდილი გამოსახულებაც.
  • 💡 გამოყენების წესი: თუ ჩვენს გენერირებულ სქემას ამობეჭდავთ უბრალო საოფისე ქაღალდზე, შეგიძლიათ ზემოდან დაადოთ ეს გამჭვირვალე ფირი და წყალში ხსნადი მარკერით იოლად გადაიხატოთ მქარგველის წერტილები (Hole Locators) ან პირდაპირ გადახატოთ წერტილები ეკრანიდან
PVA Film

ნაბიჯ-ნაბიჯ სრული ინსტრუქცია

ნაბიჯი 1: დიზაინის შაბლონის არჩევა

სამუშაოს დაწყებამდე პირველი ეტაპია თქვენთვის სასურველი ჯვარედინი ქარგვის დიზაინის მონიშვნა ჩანართში „1. აირჩიეთ დიზაინის შაბლონი“:

  • უფასო სქემები: თუ ავტორიზებული ხართ საიტზე, უფასო სქემებს გამოიყენებთ სრულიად თავისუფლად.
  • ფასიანი სქემები: ფასიან დიზაინებს ზედა კუთხეში ადევთ წითელი ბეჯი 🔒 „დახურულია“. მათი გამოყენება სამუშაო სივრცეში შესაძლებელი გახდება საიტზე შეძენისთანავე.
WorkAreaParametres1

ნაბიჯი 2: სამუშაო სივრცის პარამეტრების გამართვა

მას შემდეგ, რაც დიზაინს აირჩევთ, გადადით მეორე ჩანართზე: „2. სამუშაო სივრცის პარამეტრები“:

  • არჩეული დიზაინის მეტა მონაცემები: რეალურ დროში ხედავთ სქემის ტექნიკურ პარამეტრებს (გვირისტულების რაოდენობა და ფიზიკური ზომა სანტიმეტრებში).
  • კანვის ზომა ეკრანზე (Count): უმნიშვნელოვანესი პარამეტრი ეკრანიდან გადახატვისთვის (14ct, 11ct, 10ct, 8ct).
  • ზომები A4 PDF პრინტისთვის (მასალის ეკონომიის რეჟიმი): ირჩევთ, თუ რომელი ზომის ბადეები გსურთ ჩამოტვირთოთ საორიენტაციოდ.
  • ბადის ხაზების გამჭვირვალობა: სლაიდერის მეშვეობით არეგულირებთ ხაზების სიმკვეთრეს, რათა თვალები არ დაგეღალოთ.
  • მქარგველის წერტილების ჩამატება (Hole Locators): მონიშნეთ ეს ველი, რათა ბადის გადაკვეთებზე გაჩნდეს წერტილები.
  • ეკონომიური A4 PDF-ის გენერაცია: ღილაკი, რომელიც მომენტალურად გიმზადებთ ფაილს საოფისე ფურცელზე დასაბეჭდად.
  • ეკრანიდან გადასახატის კალიბრაცია: გადაგყავთ ეკრანიდან ხელით გადახატვის სპეციალურ რეჟიმში.

ნაბიჯი 3: PDF ფაილის გენერირება და მასალის ეკონომია

როდესაც ირჩევთ ბადის ზომებს A4 PDF პრინტისთვის, თქვენ გაქვთ ორი არჩევანი საორიენტაციო შაბლონის დასაბეჭდად:

  • ყველა ზომა ერთად (სტანდარტული რეჟიმი): შეგიძლიათ ერთიან PDF ფაილად ჩამოტვირთოთ და ჩვეულებრივ ქაღალდზე დაბეჭდოთ ყველა პოპულარული ზომა (14ct, 11ct, 10ct).
  • ცალკეული ზომა (მასალის ეკონომიის რეჟიმი): თუ ზუსტად იცით, რომ მხოლოდ 14ct კანვაზე გსურთ მუშაობა, მონიშნეთ მხოლოდ იგი. პროგრამა დააგენერირებს PDF-ს მხოლოდ ამ ზომით, რითაც თავიდან აიცილებთ საორიენტაციო ფურცლების ფუჭად ბეჭდვას.

ნაბიჯი 4: ეკრანიდან უსაფრთხო გადახატვა (კალიბრაცია და ჩაკეტვა)

თუ პრინტერი არ გაქვთ, ან გსურთ გვერდი აუაროთ ქაღალდის ბეჭდვას და სქემა პირდაპირ ტელეფონის ან პლანშეტის ეკრანიდან გადაიხატოთ წყალში ხსნად ფირზე, მიჰყევით ამ ორ მარტივ ნაბიჯს:

ა) ეკრანის ფიზიკური კალიბრაცია

ვინაიდან ყველა მოწყობილობას განსხვავებული ეკრანი აქვს, კალიბრაცია აუცილებელია რეალური მილიმეტრების დასასმელად:

  1. დაადეთ ჩვეულებრივი ფიზიკური სახაზავი ეკრანზე გამოსახულ წითელ ზოლს.
  2. დააჭირეთ კლავიშებს + ან – მანამ, სანამ ეკრანის ზოლი ზუსტად არ გაუტოლდება სახაზავზე არსებულ 5 სანტიმეტრს.
  3. დააჭირეთ ლურჯ ღილაკს: „ეკრანის ჩაკეტვა გადასახატისთვის“.

ბ) ჩაკეტილი სამუშაო სივრცე და ჯოისტიკი

კალიბრაციის დასრულების შემდეგ ეკრანის სენსორი სრულად იბლოკება!

  • თქვენ შეგიძლიათ თამამად დაადოთ წყალში ხსნადი ფირი პირდაპირ ეკრანს და მარკერით შემოხაზოთ წერტილები.
  • სქემის სხვადასხვა ნაწილზე გადასაადგილებლად გამოიყენეთ ეკრანის ქვედა კუთხეში არსებული მოსახერხებელი ინტერაქციული ჯოისტიკი.
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ, რეჟიმიდან გამოსასვლელად უბრალოდ დააჭირეთ წითელ ცენტრალურ ღილაკს EXIT.

Nima Studio Art Smart ePatterns — შექმნილია თქვენი კომფორტისა და იდეალური სიზუსტისთვის!

Select your currency
GEL ქართული ლარი