ნიმა სტუდიო არტი

სადაც წლების გამოცდილება ხელოვნებად იქცევა

„ნიმა სტუდიო არტი“ ჩემთვის მხოლოდ სამუშაო სივრცე არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ჩემი მრავალწლიანი ცოდნა, ძიებები და ხელსაქმისადმი უსაზღვრო სიყვარული ერთიანდება. ყოველი სქემა, რომელსაც აქ ნახავთ, ჩემი გამოცდილების ნაწილია — თითოეული დეტალით, ფერითა და ხაზით დახვეწილი.

ჩემი მიზანია, გაგიზიაროთ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და დაგეხმაროთ, რომ თქვენი შემოქმედებითი პროცესი უფრო მარტივი, ხარისხიანი და შთამაგონებელი გახდეს.

გარდა საავტორო სქემებისა, „ნიმა სტუდიო არტში“ გელით პრაქტიკული გზამკვლევები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეხმარებათ შეისწავლოთ ქარგვა, ყაისნაღითა თუ ორი ჩხირით ქსოვა. აქ შექმნილი თითოეული პროექტი თქვენი მეგზურია ხელოვნებისა და სილამაზის სამყაროში.

ხელნაკეთი ნივთების შექმნა ჩემთვის ტრადიციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზია. სწორედ ამიტომ, საავტორო ნიმუშებთან ერთად, შევქმენი უნიკალური ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა ჩვენი ჯვრული ქარგვის შაბლონების ინოვაციური გენერატორი (Nima Water-Soluble Template Generator) სქემის წყალში ხსნად კანვაზე გადასატანად. ეს ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ, ჩვენი სქემები გადაიტანოთ წყალში ხსნად „კანვაზე“ ან გადახატოთ წყალში ხსნად სტაბილიზატორ ფირზე.

ჩვენ საიტზე განთავსებული მთვლელები კი საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ რა ზომის იქნება თქვენი ნაქარგი სხვადასხვა ზომის კანვაზე (კანვის კალკულატორი) და მართოთ შემოქმედებითი პროცესი ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ჩვენ საიტზე აგრეთვე აღმოაჩენთ ქსოვისთვის განკუთვნილ ხელსაწყოებს: „ძაფის ხარჯვის კალკულატორი” და „ნაქსოვში თვლების რაოდენობისა და რიგების კალკულატორს“.

„ნიმა სტუდიო არტი“ არის სივრცე, სადაც ტრადიციული ხელსაქმე ხვდება თანამედროვე ციფრულ ეპოქას — თქვენი კომფორტისთვის, შთაგონებისთვის და ახალი შემოქმედებითი მწვერვალების დასაპყრობად.

ინტერესები

ყველაფერი რასაც ჩვენს საიტზე ნახავთ

Select your currency
GEL ქართული ლარი