„მანდილის ნაჭრელი“

ხევსურული ჯვრული ქარგვის ეთნოგრაფიული სქემა

აღდგენილია სერგი მაკალათიას წიგნიდან “ხევსურეთი”

რა შედის ციფრულ პაკეტში?

  • 🖨️ ამოსაბეჭდი PDF სქემა: მაღალი ხარისხის, A4 ფორმატზე მორგებული ფაილი (DMC ძაფების პალიტრითა და სიმბოლოებით).
  • 📲 Pattern Keeper-თან თავსებადობა: PDF ფაილი სრულად ადაპტირებულია Pattern Keeper აპლიკაციისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ ქარგვის პროცესს პირდაპირ მობილურის ან პლანშეტის ეკრანიდან.
  • თავად შეძლებთ დააგენერიროთ “ჭკვიანი სქემა” 4 ზომის კანვის სტანდარტულ ზომაზე, შემდეგ ამობეჭდოთ წყალში ხსნად სტაბილიზატორზე ან გადახატოთ ეკრანიდან წყალში ხსნად ფირზე (Soluble Canvas), რაც საუკეთესო საშუალებაა ორნამენტის ჯინსის ტანსაცმელზე, ჩანთებსა თუ აქსესუარებზე გადასატანად. (ინსტრუქცია იხილეთ აქ).

ბეჭდვისას გასათვალისწინებრლი: PDF-ის დაბეჭდვისას პარამეტრებში მიუთითეთ 100% (Actual Size).

$ 1,26

Brand: არტიკული: CS-A009a-GE კატეგორია: , , ,

აღწერა

„მანდილის ნაჭრელი“ წარმოადგენს ქართული ტრადიციული ხალხური ქარგვის უნიკალურ, ისტორიულად აღდგენილ ორნამენტულ სქემას. დიზაინი აღდგენილია გამოჩენილი ქართველი ეთნოგრაფის, სერგი მაკალათიას ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომიდან — „ხევსურეთი“.

ხევსურულ ტრადიციულ კულტურაში მანდილი და მისი ორნამენტირება განსაკუთრებულ წმინდა, სოციალურ და ესთეტიკურ როლს ასრულებდა. „ნაჭრელი“ — ეს არის ხელით საგულდაგულოდ შესრულებული ორნამენტული არშია, რომელიც სამოსის (პერანგის, ფარაგის, მანდილის თუ საყელოს) ნაპირებს ამშვენებდა.

🏛️ ეთნოგრაფიული სიმბოლიკა & ორნამენტი

ორნამენტული ზოლი აერთიანებს ხევსურული ქარგვის ორ კლასიკურ, არქეტიპულ ელემენტს:

  1. „დაკავკაული“: დინამიკური, ზიგზაგისებური, გეომეტრიული კავების სისტემა. ხალხურ ორნამენტიკაში ის უწყვეტობას, მყარ კავშირს, დამცავ-აპოტროპულ ფუნქციასა და ენერგიის მუდმივ მოძრაობას გამოხატავს.
  2. „რქამოხრილი“: სპირალური/რქისებრი დაბოლოებები. ძველ ქართულ და კავკასიურ სიმბოლიკაში რქის მოტივი ნაყოფიერებასთან, სიცოცხლის მარადიულობასთან, ძალასა და კეთილდღეობასთან ასოცირდება.

💡 Crafter’s Tips (Nima Studio)

  1. ტანსაცმელზე გადატანა (PVA Soluble Canvas): რადგან სქემის სიმაღლე ზუსტად 17 რიგია, ის იდეალურია პერანგის სახელოებზე, საყელოზე, ჯინსის ჯიბეებსა თუ ჩანთებზე გადასატანად წყალში ხსნადი ფირის (PVA Canvas) გამოყენებით.
  2. ტექნიკის არჩევანი: სქემა შეგიძლიათ შეასრულოთ როგორც კლასიკური ჯვრული ნაკერით (Cross Stitch), ასევე ავთენტური ხევსურული დაშიბვით, რაც ნაქარგს უფრო მკვრივ, რელიეფურ და ისტორიულ იერსახეს მისცემს.

დამატებითი ინფორმაცია

ქართული ორნამენტები

,

ფორმატი

, ,

სირთულე

,

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „„მანდილის ნაჭრელი““

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *