Nima Studio Art ePatterns — ჭკვიანი სქემის გენერატორი V4.0.0
ადაპტირებული ჯვრული სქემები წყალში ხსნადი მასალებისთვის, სრული გზამკვლევი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Nima SA ePatterns-ის ინტერაქტიულ სამუშაო სივრცეში! ჩვენი “ჭკვიანი სქემების”გენერატორი საიტზე არსებულ ნებისმიერ ციფრულ ჯვრულით ქარგვის სქემას, გარდაქმნის Aida-ს 4 სტანდარტულ ზომაზე (14, 11, 10 და 8 count) ზუსტ ადაპტირებული შაბლონად, რომელიც მზადაა წყალში ხსნად მასალაზე დასაბეჭდად ან ეკრანიდან გადასახატად.
Nima Studio-ს უნიკალური ფუნქცია: ეკრანიდან გადასახატავი Light Box რეჟიმი
Nima SA ePatterns არ არის მხოლოდ PDF გენერატორი! მისი სპეციალური Physical Calibration + Screen Lock რეჟიმი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ტელეფონი, ტაბლეტი ან კომპიუტერი, როგორც პროფესიონალური შუქდიოდური პლანშეტი (Light Box).
- Hole Locators (მქარგველის წერტილები): ალგორითმი სქემის ბადის გადაკვეთებზე სვამს წერტილებს, რაც ფირზე გადახატვასა და ნემსის ზუსტ ჩასმას ხდის უმარტივესს.
- 🔒 Screen Lock: ეკრანი სრულად იბლოკება touch-შეხებებისგან, რათა ფირის დადებისას სქემა არ აირიოს.
- ინტერაქციული ჯოისტიკი: ეკრანის ჩაკეტვის შემდეგ სქემის გადასაადგილებლად იყენებთ სპეციალურ ნავიგატორს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Nima SA ePatterns-ის ინტერაქტიულ სამუშაო სივრცეში! ჩვენი “ჭკვიანი სქემების”გენერატორი საიტზე არსებულ ნებისმიერ ციფრულ ჯვრულით ქარგვის სქემას, გარდაქმნის Aida-ს 4 სტანდარტულ ზომაზე (14, 11, 10 და 8 count) ზუსტ ადაპტირებული შაბლონად, რომელიც მზადაა წყალში ხსნად მასალაზე დასაბეჭდად ან ეკრანიდან გადასახატად.
დავიწყოთ 3 მარტივი სწრაფი ნაბიჯით
- აირჩიეთ დიზაინი: აირჩიეთ სასურველი სქემა ჩვენი ბიბლიოთეკიდან (უფასო ან შეძენილი).
- აირჩიეთ მუშაობის მეთოდი:
- A4 PDF-ის ბეჭდვა წებოვან ფლიზელინზე ან საოფისე ქაღალდზე.
- პირდაპირ ეკრანიდან გადახატვა გამჭვირვალე ფირზე.
- 🚀 შექმენით შაბლონი: გამოიყენეთ ავტომატური კალიბრაცია, გადახატეთ გამჭირვალე ფირზე და დაიწყეთ ქარგვა!