კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Nima Studio-ს ციფრულ მაღაზიაში – https://patterns.com.ge/. ჩვენი პროდუქციის შეძენით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს:

  1. პროდუქტის ტიპი

საიტზე განთავსებული ყველა ნიმუში (სქემა) არის ციფრული პროდუქტი (PDF, XSD ან OXS ფორმატში). შეძენისას თქვენ ყიდულობთ ელექტრონულ ფაილს და არა ნაქარგის ფიზიკურ ნაკრებს (ძაფებს, ნემსს ან ტილოს).

  1. მიწოდების წესი

გადახდის წარმატებით დასრულებისთანავე, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად გამოიგზავნება ფაილის ჩამოსატვირთი ბმული. ასევე, ფაილის გადმოწერა შეგეძლებათ შეკვეთის დასრულების გვერდიდან.

  1. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

ციფრული პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან ფაილზე წვდომა მომენტალურია), გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. გთხოვთ, შეძენამდე ყურადღებით გაეცნოთ სქემის აღწერას, ზომებსა და ფერების რაოდენობას.

  1. საავტორო უფლებები და გამოყენების წესები

„Nima Studio“-ს ყველა სქემა განკუთვნილია მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.

  1. კონტაქტი

ნებისმიერი კითხვის ან ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში (მაგალითად, თუ ბმული არ მოვიდა მეილზე), გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ემაილზე.